საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ჰაიკე ფაიჩს უმასპინძლა.
თავდაცვის უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გერმანულმა მხარემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის უწყებას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
საუბარი ასევე შეეხო აღნიშნული პაკეტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის განვითარებაში გერმანიის მხარდაჭერის, ასევე სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის საკითხებს. მხარეებმა ქართველი და გერმანელი სამხედრო მოსამსახურეების ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ერთობლივად მონაწილეობისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრეს.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოში გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც-იოსებ ნოლტე დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.