„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ცნობით, მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე დავალიანების გადახდას არ აპირებს.
როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პაატა ბურჭულაძეს დავალიანებები როგორც ოფისებთან, ასევე კოორდინატორების ანაზღაურებასთან მიმართებაში აქვს.
„დავალიანება, როდესაც ბლოკში გავერთიანდით, ისედაც დაგვხვდა. ეს იყო დავალიანებები როგორც ოფისებთან, ისე კოორდინატორების სახელფასო ანაზღაურებასთან მიმართებაში. ჩვენ ვცადეთ რესურსების გაერთიანებით ეს საკითხი მოგვეგვარებინა, თუმცა შეუძლებელი იყო ამ დავალიანების მთლიანად გასტუმრება, მაგრამ ვეცადეთ მარტივი რაღაცების გაკეთება, მათ შორის იყო, რომ ჩვენ კოორდინატორებს მოკლებოდათ ხელფასი და გადანაწილებულიყო მათ კოორდინატორებზე. თუმცა, ჯამში, ვინაიდან ამ ადამიანს მთელი ფულის სახლში წაღება უნდა, არ აპირებს ამ დავალიანების გადახდას. ახლა რა ინფორმაციაც მაქვს, კოორდინატორებს ეუბნება, რომ არჩევნებს მოვიგებთ და სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების შემდეგ გაგისტუმრებთო“, - განაცხადა ჯაფარიძემ და დასძინა, რომ ბურჭულაძე მოხსნის ფულს და 8 ოქტომბრის შემდეგ დიდი ალბათობით ქვეყნიდან წავა.
„როდესაც ულტიმატუმი წამომიყენა, მაშინ გავარკვიე, რომ მას ჰქონდა თვეში შემოსავალი 60 000 ლარი. ეს ადამიანი პოლიტიკაში მოვიდა მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი იმიჯი და რეპუტაცია გადაეხურდავებინა პოლიტიკურ კაპიტალში და შემდეგ ეს პოლიტიკური კაპიტალი გადაეხურდავებინა ფულში. ეს ადამიანი მოხსნის ამ ფულს და დარწმუნებული ვარ, 8 ოქტომბრის შემდეგ გაქრება როგორც ქართული პოლიტიკიდან, ასევე დიდი ალბათობით ამ ქვეყნიდანაც წავა. მეტი მიზანი ამ ადამიანს არ აქვს. მას არ აინტერესებს არც პარლამენტში მოღვაწეობა, არც რეფორმების გატარება. არაფერი მსგავსი მის თავში არ არის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.