წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთში 32 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში დანით მოკლეს.
„რუსთავი 2“-ის ცნობით, დაპირისპირება მეზობლებს შორის მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ 32 წლის მამაკაცის მკვლელობაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. ცხედარს სხეულზე 20-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. მომხდარის შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლს ბენზინი გადაასხა და გადაწვა. დანაშაულის მოტივად ყოფითი პრობლემები სახელდება.
შსს-ს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1972 წელს დაბადებული გ. ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1975 წელს დაბადებული ზ. ხ. ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ხ.-მ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, დანით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1982 წელს დაბადებულ მ. პ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. კონფლიქტში ასევე მონაწილეობდა გ.ხ.-ს ძმა - ზ.ხ., რომელმაც მკვლელობამდე მ.პ.-ს სხეულზე სხვადასხვა დაზიანება მიაყენა.
პოლიციამ მკვლელობის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.