პოლიტიკური გაერთიანება "პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთივს" ლიდერი პარტიის მცხეთის შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს.
პაატა ბურჭულაძის თქმით, მცხეთის შტაბის ყოფილი უფროსი ის ადამიანია, ვინც ცოტა ხნის წინათ „ქართული ოცნება“ დატოვა და გადავიდა მათ პარტიაში და მისმა გუნდმა ეს ადამიანი მიიღო.
”ჩვენ გვინდოდა ეს ადამიანი მაჟორიტარად წარგვედგინა, თუმცა მივხვდით ვისთან გვქონდა საქმე და აღარ წარვადგინეთ მაჟორიტარად. რაც შეეხება თანხას, მე ერთი თეთრიც არ მაქვს აღებული მას შემდეგ, რაც პარტია დაარსდა. ეს აუდიტის სამსახურმაც იცის. შეგიძლიათ გადაამოწმოთ. პირიქით, გეტყვით, რომ 60 000-ლარიანი შემოწირულობა გავაკეთეთ მე, ჩემმა შვილებმა და რძალმა პარტიაში. მე, მაქსიმალური შემოწირულობა გავაკეთე ჩემს პარტიაში, აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის სიყალბე....
შემოვიარე მთელი საქართველო. ვუთხარი ჩვენს მხარდამჭერებს, რომ ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ყველა გზა გადაკეტილია და ვისაც შეგიძლიათ დარჩით. ცხოვრება 8 ოქტომბერს არ მთავრდება. პირიქით, 8 რიცხვიდან იწყება ჩვენი პარტიის ცხოვრება და ვინც ჩემთან, ჩვენს გვერდში დარჩება, არ ვაწყენინებთ, შეძლებისდაგვარად ავუნაზღაურებთ ყველაფერს”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.