ლევან იზორიამ ქართული ბატალიონი ავღანეთში გააცილა
04-10-2016, 04:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მორიგი როტაცია დასრულდა. ბატალიონი ავღანეთში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ გააცილა.

 

 

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იმსახურებენ.

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართველ სამხედროებს მისიის წარმატებით გაგრძელება უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა. ლევან იზორიამ მათ მადლობა გადაუხადა იმ აღიარებისთვის, რომელიც ქართველებმა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას მოიპოვეს.

 

 

„ამ მისიის შესრულებით ისინი თავიანთ სამშობლოს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც იცავენ. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მათ ღვაწლს. სიამაყის გრძნობით მინდა ავღნიშნო, რომ ეს ბიჭები იმ დიდი ქართული საბრძოლო ტრადიციების გამგრძელებლები არიან, რითაც ჩვენ ისტორიულად გამოვირჩეოდით. ჩვენ ამაყები ვართ არა მხოლოდ ჩვენი ისტორიის, არამედ ჩვენი აწმყოს მიმართაც და ეს ყველაფერი ამ ბიჭების დამსახურებაა. მე გამოვხატავ, არა მხოლოდ ჩემი, არამედ თითოეული ქართველის განწყობას მათ მიმართ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ ოჯახებს და პირადად მათ ამ დიდებული საქმისთვის და იმ სახელისთვის, რასაც ისინი ჩვენი ერისთვის ქმნიან“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

 

 

ოპერაციის რაიონის გადაბარებამდე, 32-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა ამერიკელი საზღვაო ქვეითების და ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დასკვნით სწავლებას გაივლის.

 

 

32-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ავღანეთში მყოფი 52-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ჩაანაცვლეს. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოებაა. ავღანეთში გამგზავრებამდე მათ შესაბამისი წვრთნები ჯერ საქართველოში, შემდეგ კი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, „ვილდფლეკენისა“ და „ჰამელბურგის“ სამხედრო ბაზებზე გაიარეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი