საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერის, მიხეილ გორბაჩოვის განცხადებით, ბორის ნემცოვის მკვლელობამ რუსეთში შესაძლოა დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. გორბაჩოვმა ასევე განაცხადა, რომ " ამგვარი დანაშაულების შემსრულებლების მიგნება ძნელია".
„მოსკოვში მომხდარი დანაშაული ხიდზე, სადაც ბორის ნემცოვი მოკლეს, რუსეთში სიტუაციის გართულების დასაწყისია, რასაც შესაძლოა, ქვეყანაში დესტაბილიზაცია და ოპოზიციის გაძლიერება მოჰყვეს.
რომელმა მხარემ ჩაიდინა დანაშაული, ძნელი სათქმელია. დასკვნების გაკეთება ადრეა, როგორმე უნდა გაირკვეს სიმართლე“, განუცხადა მიხეილ გორბაჩოვმა „ინტერფაქსს“.
კითხვაზე, სჯერა თუ არა მას, რომ ნემცოვის მკვლელობა ქვეყანაში საგანგებო ღონისძიებების დანერგვას გამოიწვევს, გორბაჩოვმა განაცხადა, იგი არ გამორიცხავს, რომ ასეთი მოწოდებებიც გაისმას.
„თუ ხელისუფლება სამხედრო გადაწყვეტილებების გზას დაადგება, ეს კიდევ უფრო დაძაბავს რუსეთში სიტუაციას. ჯერ უნდა გაიხსნას ეს მკვლელობა და იპოვონ დამნაშავეები. ამგვარი დანაშაულების შემსრულებლების მიგნება ძნელია. მაგრამ სამართალდამცველებმა არ უნდა დაიშურონ ძალისხმევა, რათა დროულად გაირკვეს დამნაშავის ვინაობა“, აღნიშნა მიხეილ გორბაჩოვმა.
წუხელ, მოსკოვის დროით დაახლოებით 23 საათსა და 40 წუთზე მოსკოვის ცენტრში, ხიდზე ქალთან ერთად მიმავალი რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ბორის ნემცოვი უცნობმა პირმა ოთხი გასროლის შედეგად მოკლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.