„მნიშვნელოვანია, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებზე გავლენის მოხდენის მცდელობა არ უნდა იქნას დაშვებული“,-განაცხადა „ქართული ოცნების” წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა.
ჩუგოშვილი აღნიშნული განცხადებით, „რუსთვი2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.
„როგორც აღმოჩნდა, თანამოსაუბრესთან საუბარს გვარამია თავად იწერდა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ეს საუბარი შედგა იმ პერიოდში, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმე განიხილებოდა და გვარამია ამ პროცესში მხარეს წარმოადგენდა. გვახსოვს სხვა შემთხვევებიც, როცა გარკვეული ფორმით მოსამართლეებზე და სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ზეწოლის მოხდენის მცდელობებს ჰქონდა ადგილი. იყო პირდაპირი და ღია მუქარები მოსამართლეთა მიმართ. ეს აბსოლუტურად გასულია გამოხატვის თავისუფლებისაგან და არის მიუღებელი”, - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.
გუშინ ინტერნეტსივრცეში ნიკა გვარამიას და მამუკა ახვლედიანის საუბრის ფარული ჩანაწერი გავრცელდა.
„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ჩანაწერი მან გააკეთა, თუმცა შემდეგ ეს ჩანაწერი წაშალა. გვარამია ამბობს, რომ შესაძლოა მისი კომპიუტერი გატეხეს და ასე მოხვდა ამ ჩანაწერის მოპოვება და შემდეგ გავრცელება.
გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები საქალაქო სასამართლოში შექმნილ ვითარებაზე საუბრობენ.
ახვლედიანის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე „სავარჯიშო ბალიშია". მისივე შეფასებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე "მთლიანად მთავრობის მხარესაა".
„სრული კოლაფსია, არ ჰყოფნის ხალხი, რომ საქმე, თითო კოლეგია შედგეს... ასეთი განუკითხაობა არასოდეს არ ყოფილა სასამართლოში, ხმას ვეღარ იღებს ვერავინ... ისე ვარ ნიკა, რომ მართლა აღარ მინდა უკვე. მართლა რამე რომ მქონდეს, სადღაც რაღაცა გამაკეთებინა, რომ თავს ვუშველო, რომ იმის იმედი მაინც მქონდეს, რომ წავალ იქედან ოჯახი მშიერი არ იქნება“, - ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნულ განცხადებას მამუკა ახვლედიანი აკეთებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.