”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პეტრე ცისკარიშვილი ”ქართულ ოცნების" საარჩევნო პროგრამის მთავარ მიმართულებებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ”ქართული ოცნება” შემდეგი 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 4 %-იან ზრდას გვპირდება", რაც მისი თქმით, ნიშნავს იმას, რომ საქართველო დღევანდელი პოლონეთის ცხოვრების დონეს დაახლოებით 35 – 40 წლის შემდეგ დაეწევა.
"2017 წლის ბიუჯეტი აცდენილია იმ დაპირებებს, რომელიც ”ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნოდ გამოუცხადა საზოგადოებას. ეს ბიუჯეტი თავშივე ამხელს ტყუილში და ასამარებს ყველა იმ დაპირებას, იმ პროგრამას, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნოდ დადო", – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა და ამის მაგალითად, "ქართული ოცნების" "სწრაფი განვითარების" გეგმა, პედაგოგებისთვის ხელფასების, პენსიონერებისთვის კი სექტემბრიდან პენსიის გაზრდა მოიყვანა.
"სწრაფი განვითარების ზოგადი კრიტერიუმი, როგორც ასეთი არ არსებობს, მაგრამ ამ ხელისუფლებისაგან ყველაზე ნაკლებად რასაც უნდა მოელოდე, ეს არის განვითარება, მით უმეტეს, სწრაფი. თუ შეიძლება ეს ციფრებში გადავიყვანოთ, მინიმუმ უნდა იგულისხმებოდეს 7–8%–იანი ზრდა. კარგი, სწორი, ეფექტიანი ხელისუფლების შემთხვევაში, შესაძლებელია იყოს 10–12%-იც, მაგრამ ”ქართული ოცნება” შემდეგი 4 წლის განმავლობაში გვპირდება დაახლოებით 4 %-იან ზრდას, რაც ამ ხელისუფლების პირობებში და ასეთი მმართველობის პირობებში ესეც შეუძლებელია. 4 პროცენტიანი ზრდა, დაახლოებით რომ იცოდეთ, ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი, ვიმეორებ, დღევანდელი პოლონეთის ცხოვრების დონეს ჩვენ დავეწევით დაახლოებით 35 – 40 წლის შემდეგ. აი, ეს არის ამათი სწრაფი განვითარება და ზრდა. რაც შეეხება სხვა, უფრო კონკრეტულ ტყუილებს, რომლებიც ციფრებში შეიძლება იყოს გამოსახული, ეს შეეხება მაგალითად პედაგოგების ანაზღაურებას, რომელზეც ისინი გვაჯერებენ და საუბრობენ, რომ იქნება საშუალოდ 800 ლარი. საშუალოდ 800 ლარი რომ გახდეს მასწავლებლის ხელფასი და ანაზღაურება, ბიუჯეტში უნდა იყოს გათვალისწინებული მინიმუმ 225 მილიონი ლარი დამატებით, განათლების სამინისტროს ბიუჯეტში, მაგრამ 2017 წლის შემოტანილ პროექტში ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ 25 მილიონი ლარი გათვალისწინებული და ისიც არ ჩანს, რომ ეს მაინცდამაინც ხელფასებს დაემატება. მაგალითად, რაც შეეხება პენსიებს, ისინი ვერც პენსიებს ვერ გაზრდიან, იმიტომ რომ 95 მილიონი ლარით ზრდა, რომელიც არის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის მუხლებში, ვერ უზრუნველყოფს სექტემბერში გაზრდილი 20 ლარის დაფარვასაც კი, ანუ იმ დონეზე რომც შეინარჩუნოს პენსიები, რა დონეზეც არის დღეს, აუცილებელი გახდება დააკლოს მაგალითად, სოციალურ დახმარებებს და ალბათ არჩევნების შემდეგ ამასაც გულისხმობენ და ამასაც აპირებენ, რომ ისევ ამოყარონ ბაზიდან ადამიანები, სოციალურად დაუცველები, რომლებსაც დახმარება სჭირდება და აქედან გამომდინარე დაზოგონ ხარჯები ჯანდაცვის ბიუჯეტში", – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა და დაამატა, რომ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შეიძლება ითქვას, გრანდიოზული ტყუილი შეეხება ინფრასტრუქტურის მშენებლობას".
"აქ ორი მთავარი ასპექტია. ინფრასტრუქტურაზე ისინი წელიწადში დაახლოებით ბიუჯეტში საშუალოდ ბოლო წლების განმავლობაში დებდნენ მილიარდი ლარის ფარგლებში, მომავალ წელსაც მხოლოდ მილიარდია გათვალისწინებული, ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ რომ ამ მილიარდიდან, როგორც წესი ისინი 200 მილიონ ლარს ანუ დაახლოებით 20 პროცენტს ვერც ერთ წელს ვერ ითვისებდნენ, ვერ აითვისეს ეს თანხები, შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ვერ განახორციელეს. რომც განახორციელონ და ყოველ წელს იყოს მილიარდი ლარის ათვისება ბიუჯეტში, ეს გამოგონილი, უტოპიური 50 გვირაბი, ხიდები, 800 კილომეტრი გზა ასევე ვერ აშენდება იმიტომ, რომ მინიმალური გათვლებით ამას სჭირდება 8 მილიარდი ლარი, და თქვენ მოგეხსენებათ წელიწადში 1 მილიარდი ლარის ხარჯვით წელიწადში, 8 მილიარდს 4 წელიწადში ვერანაირად ვერ მივიღებთ", – აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.