ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ მცხეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ცეზარ ჩოჩელს მხარდაჭერას უცხადებს.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ ცეზარ ჩოჩელი პარლამენტში შევა, არამარტო ბევრ საქმეს გააკეთებს საკუთარი საარჩევნო ოლქისთვის, არამედ შეძლებს პარლამენტარებს დაანახოს პრაქტიკულ სივრცეში თუ რა არის გასაკეთებელი, რათა ქვეყანაში ბიზნესი და ეკონომიკა განვითარდეს.
„მე არ ვაპირებ „გირჩის“ რომელიმე წევრის მხარდაჭერისთვის მითითებას, თუ რა პოლიტიკური არჩევანი უნდა გააკეთოს. უბრალოდ მინდა ვთხოვო, რომ აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ერთადერთი, ვისი მხარდაჭერაც მინდა გამოვხატო, ეს არის მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი, რომელიც მეგობრობს „გირჩთან“ დაარსების დღიდან. ეს არის ადამიანი, რომელმაც ნულიდან შექმნა 15-მდე ბიზნესი და პირადად მას ყავს დასაქმებული რამდენიმე ათასი ადამიანი. ეს არის ადამიანი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ თუ შევა პარლამენტში არამარტო ბევრ საქმეს გააკეთებს საკუთარი საარჩევნო ოლქისთვის, არამედ ზოგადად შეძლებს პარლამენტარებს დაანახოს პრაქტიკულ სივრცეში თუ რა არის გასაკეთებელი, რათა ქვეყანაში ბიზნესი და ეკონომიკა განვითარდეს. მინდა ღიად დავაფიქსირო მისი მხარდაჭერა”, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ ამომრჩეველს რთული არჩევანი ექნება გასაკეთებელი, რადგან რეალურად არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ხედვა და ნება ქვეყანაში რადიკალური რეფორმების განხორციელების.
„4 დღეში არის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. სამწუხარო რეალობაა, რომ „გირჩი“ ვერ იღებს არჩევნებში მონაწილეობას, რაც გამომდინარეობს ჩვენი მხრიდან დაშვებული შეცდომით რამდენიმე პარტიასთან ერთ ბლოკში გაერთიანებით. ქვეყანას სჭირდება რადიკალური რეფორმები ყველა მიმართულებით. ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც ერთ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც აქვს შესაბამისი ნება და ხედვა და რეალური სურვილი გაატაროს ასეთი რეფორმები. სამწუხაროა, რომ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ასეთ რეალობაში უწევს”, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.