ალექსანდრე ინდუაშვილი, რომელმაც სავარაუდოდ გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ყოფილი მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს საარჩევნო კომპანიის დროს ცეცხლი გაუხსნა, პოლიციას ჩაბარდა. ინდუაშვილი ამ წუთებში შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში იმყოფება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ინდუაშვილის შვილმა განუცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ირაკლი ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნაში ბრალდებულის, ალექსანდრე ინდუაშვილის დაკავებას ადასტურებს.
ორი დღის წინ გორში ირაკლი ოქრუაშვილს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც დაიჭრა ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, ის პირი, ვინც მისი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა, ალექსანდრე ინდუაშვილია. თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, გორში ბოლო პერიოდში შეინიშნებოდა ე.წ. ძველი ბიჭების გააქტიურება და "ამ ყველაფერის თავი და თავი გახლდათ კახა კალაძის ცოლის ძმა, რომელიც ორგანიზებას უკეთებდა ასეთი ადამიანების აქტიურობას". გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ცნობით, სწორედ ის აძლევდა გარანტიას, რომ მათ არავინ შეეხებოდათ, ისევე როგორც ის უკეთებდა ორგანიზებას კრიმინალურ ავტორიტეტების მიერ გორელი ახალგაზრდებისათვის ზარების განხორციელებას. "მე არ ვაპირებ ამ ადამიანის ჩემი ძალებით ძიებას, მიუხედავად იმისა, რომ ამის დიდი სურვილი მაქვს“,-აღნიშნა მან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.