ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და არსამთავრობო ორგანიზაციების "ბედნიერი ქალებისა" და "ფონდი სოხუმის" ერთობლივი ორგანიზებით გამწვანების აქცია გაიმართა. (ა)აიპ "ხონის კომუნალური სერვის-ცენტრის" თანამშრომლებმა და მოხალისეებმა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გაზონსა და "ევროპის ხეივანში" ათობით დეკორატიული ნერგი დარგეს. ამის შესახებ Guardian.ge–ს ხონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
"ნერგები საკუთარი ეზოდან მოვიტანე და აქციის მონაწილეებთან ერთად დარგვის პროცესშიც სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა. მინდა ჩემი ქალაქი გაცილებით ლამაზი იყოს, ვიდრე არის" - განაცხადა ა/ო "ბედნიერი ქალების" პრეზიდენტმა ირინე ბალავაძემ.
"საშემოდგომო აქციები დავიწყეთ და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ...გასულ წელს ასობით ახალი ნერგი შევმატეთ ქალაქს და წელს გაცილებით მეტის დარგვას ვგეგმავთ. უამრავი ადამიანი მზად არის გამწვანების აქციებში ჩაერთოს და თავისი წვლილი შეიტანოს ხონის გალამაზებაში", - განაცხადა გამგებლის წარმომადგენელმა ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში ოთარ ჯაფარიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.