კახა კალაძე: მოვუწოდებ შსს-ს, ყველანაირად უზრუნველყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ხვალინდელი აქციის მონაწილეების უსაფრთხოება
04-10-2016, 08:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხვალინდელი აქციის მონაწილეების უსაფრთხოება ყველანაირად უზრუნველყოს, რათა მშვიდობიანად ჩაიაროს აქციამ.

 

 

მან ასევე ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას მიმართა და მოუწოდა, მეტი ყურადღება გამოიჩინონ და დააკვირდნენ ამ აქციას.

 

 

„მინდა მოვუწოდო ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რომ მაქსიმალურად მეტი ყურადღება გამოიჩინონ და დააკვირდნენ ამ აქციას. ასევე მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ყველანაირად უზრუნველყოს აქციის მონაწილეების უსაფრთხოება, რომ მშვიდობიანად ჩაიაროს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულმა აქციამ”, - განაცხადა კალაძემ.

 

 

პარტიის გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, გადატრიალებას ან სისხლისღვრას დააპირებს, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

 

 

”მოვისმინეთ პოლიტიკურად გაკოტრებული ძალის ლიდერების განცხადებები რევოლუციებთან დაკავშირებით. მინდა დავარწმუნო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, რომ არაფერი გამოუვათ. შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში და ვინც რაიმე გადატრიალებას ან სისხლისღვრას დააპირებს, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. ამ ადამიანების საუბრის მანერიდან გამომდინარე, აშკარად ჩანს, „რუსთავი 2“-ის ჩართულობა, საუბარი იყო ეგზიტპოლებზეც. განცხადებები გაკეთდა, რომ ”რუსთავი 2” აპირებს ეგზიტპოლების გამოქვეყნებას. კვლევები, რომლებიც გამოქვეყნებულია, როგორც ჩანს, ისიც გაყალბებულია. ჩვენც ვატარებთ კვლევებს და აბსოლუტურად განსხვავებული შედეგებია. გუშინაც გაჟღერდა კონკრეტული პირების მიერ, რომლებმაც წარმოადგინეს რეალური შედეგები. ეს ყველაფერი არის ერთი სცენარის მიხედვით განხორციელებული. ერთი სცენარია, რომ უნდა გამოქვეყნებულიყო გაყალბებული კვლევები, შემდეგ არჩევნების დღეს ეგზიტპოლი და თითქოს ხმების დაცვის მიზნით უნდა მოხდეს ხალხის გამოყვანა ქუჩაში. ეს არის გაკოტრებული პოლიტიკური გუნდის ბნელი ზრახვები”, - განაცხადა კალაძემ.

 

 

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით აქციას მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, 16:00 საათზე გამართავს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ნიკა მელიას თქმით, ეს აქცია იქნება მრავალათასიანი.    

 

 

„აქცია  მოიცავს, როგორც „ვარდების რევოლუციის“ მოედანს, ასევე რუსთაველსა და „თავისუფლების მოედანს“. ეს იქნება დასკვნითი კამპანიის შეხვედრა, სადაც უპრეცედენტოდ ხალხმრავალი აქცია გაიმართება, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა ნიკა მელიამ და დასძინა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებს საქართველოს ყველა რეგიონიდან ეპატიჟება.

 

 

  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი