თინა ხიდაშელი: მიმდინარეობს პედაგოგების შანტაჟი და დაშინება, დარწმუნებული ვარ, სუს-ია ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი
04-10-2016, 08:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზესტაფონში „რესპუბლიკური პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, რეგიონების რესურსცენტრებში პედაგოგებს ზუსტად ისე აშანტაჟებენ, როგორც ეს 2012 წელს ხდებოდა.

 

 

ამის შესახებ ნათქვამია ხიდაშელის განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასადმი  მიმართვაში.

 

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია (სუს) ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი.

 

 

„მინდა მივმართო განათლების მინისტრს ბატონ ჯეჯელავას, ზუსტად ისეთი მდგომარეობაა, როგორიც იყო 2012 წლის არჩევნებამდე, რეგიონებში რესურსცენტრების მხრიდან. ზუსტად ისევე მიმდინარეობს პედაგოგების შანტაჟი, დაშინება, ზუსტად ისევე ძალით მიჰყავთ პედაგოგები სხვადასხვა შეხვედრებზე და იძულებულს ხდიან, იმის შიშით, რომ მათ დაატოვებინებენ სამსახურს, გააკეთონ ხელისუფლებისთვის სასურველი არჩევანი.

 

 

მე მინდა ბოლომდე მჯეროდეს, რომ ბატონი ჯეჯელავა ამ ყველაფრის თანამონაწილე არ არის, მაგრამ განათლების რესურსცენტრები მის დაქვემდებარებაშია და ჩემი ამოცანაა, გავაფრთხილო განათლების სამინისტრო, რომ არჩევნების დღეს ყველა მსგავსი შემთხვევა იქნება ძალიან მკაცრად პასუხგაცემული.

 

 

ჩვენ, ყველამ ერთად, 2012 წელში დავტოვეთ ის დრო, როდესაც ადამიანებს აშინებდნენ სამსახურებიდან გათავისუფლებით, აშინებდნენ ხელისუფლების საწინააღმდეგო პოლიტიკური არჩევანის გაკეთების შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის სოციალური, თუ თანამდებობრივი პასუხისმგებლობით, ამიტომ, ყველას მინდა ვთხოვო, სააკაშვილის გადმონაშთებს, რომ სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე მძიმე მახასიათებლებს ნუ გაიმეორებენ.

 

 

მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას, რომ მათ არჩევანს არ უტოვებენ, მე კარდაკარს ვატარებ ზესტაფონში და პირადად შევესწარი ამ ფაქტს, რომ ჩემი თანდასწრებით იღებენ პედაგოგები მსგავს სატელეფონო ზარებს.

 

 

განათლების მინისტრს მინდა პირადად მივმართო, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ და მისი დიდი იმედი მაქვს, რომ ის პრინციპულად განსხვავებული თვისებების, ხასიათის, ღირებულებების მატარებელი ადამიანია და ძალიან მკაცრად მოკიდოს ხელი მის დაქვემდებარებაში მყოფ რესურსცენტრებს.

 

 

მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მათ დავალებები ბატონი ჯეჯელავასგან არ მიუღიათ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ სუს-ია ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ადამიანები განათლების სამინისტროს სისტემის თანამშრომლები არიან და, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია განათლების სამინისტრო”, - ნათქვამია თინა ხიდაშელის მიმართვაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი