„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბარში, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა, სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება.
მისი შეფასებითვე, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა, რადგან ჩანაწერების გაკეთებაზე აქვს მიდრეკილება.
„მოვისმინეთ აუდიოჩანაწერი, რომელიც გვარამიას მიერ არის გაკეთებული და ამას თვითონვე აღიარებს. შემაშფოთებელია ის, რაზეც მიდის საუბარი. პირდაპირი საუბარია ქრთამის შეთავაზებაზე კონკრეტულ პიროვნებისთვის თუ ის მიიღებს გადაწყვეტილებას და თუ იტყვის, რომ ეს ყველაფერი განპირობებულია შანტაჟის გამო. ამაში სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება და ამით სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ გამოძიება ასევე უნდა დაინტერესდეს თუ როგორ მოხდა ჩანაწერების გავრცელება ქსელში.
გუშინ ინტერნეტსივრცეში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და მამუკა ახვლედიანის საუბრის ფარული ჩანაწერი გავრცელდა.
„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ჩანაწერი მან გააკეთა, თუმცა შემდეგ ეს ჩანაწერი წაშალა. გვარამია ამბობს, რომ შესაძლოა მისი კომპიუტერი გატეხეს და ასე მოხვდა ამ ჩანაწერის მოპოვება და შემდეგ გავრცელება.
გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები საქალაქო სასამართლოში შექმნილ ვითარებაზე საუბრობენ.
ახვლედიანის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე „სავარჯიშო ბალიშია". მისივე შეფასებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე "მთლიანად მთავრობის მხარესაა".
„სრული კოლაფსია, არ ჰყოფნის ხალხი, რომ საქმე, თითო კოლეგია შედგეს... ასეთი განუკითხაობა არასოდეს არ ყოფილა სასამართლოში, ხმას ვეღარ იღებს ვერავინ... ისე ვარ ნიკა, რომ მართლა აღარ მინდა უკვე. მართლა რამე რომ მქონდეს, სადღაც რაღაცა გამაკეთებინა, რომ თავს ვუშველო, რომ იმის იმედი მაინც მქონდეს, რომ წავალ იქედან ოჯახი მშიერი არ იქნება“, - ჩანაწერის მიხედვით აღნიშნულ განცხადებას მამუკა ახვლედიანი აკეთებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.