ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დღეს სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მუნიციპალიტეტისა და საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ Guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
რეგიონის პირველი პირი მოსახლეობასაც შეხვდა და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.
"ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში კვირიკეში 4 კილომეტრამდე სასოფლო გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მოეწყობა სანიაღვრე სისტემები და დაიგება 5სმ-იანი ასფალტობეტონის საფარი. სამუშაოების განხორციელებისთვის საგზაო დეპარტამენტი 779 ათას ლარს დახარჯავს. პროექტის დასრულება ნოემბრის თვეში იგეგმება.
მიმდინარე წელს ქობულეთის მუნიციპალიტეეტში სასოფლო გზების კეთილმოწყობის მიზნით ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ჯამში 45კმ-ზე ასფალტის, ხოლო 12 კმ-ზე ბეტონის საფარი მოეწყო, – აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.