გიორგი კვირიკაშვილი: გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მომდევნო ოთხი წელი იყოს ყველაზე დინამიკური განვითარების პერიოდი
04-10-2016, 08:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

 

 

მიმართვას ვიდეოს სახით, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

„ჩემო მეგობრებო, საქართველოში დადგა არჩევნების დრო, მნიშვნელოვანი მოვლენა ყველა დამოუკიდებელი ქვეყნის ცხოვრებაში. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მივიღოთ საკუთარი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებათა ერთობლიობაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მიმართულებით განვითარდება საქართველო უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 8 ოქტომბერს აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე, ხმა მივცეთ ჩემი ქვეყნის თავისუფლებას და კეთილდღეობას. ყველამ ერთად ვიტვირთოთ პასუხისმგებლობა მომავალზე.

 

 

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენ ერთად ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ. ვსწავლობდით თავისუფლებას და დემოკრატიას, საფუძველი ჩავუყარეთ სახელმწიფოს, რომელიც ადამიანზე ზრუნავს და იცავს მას. ბევრი რამ შევძელით ერთად. განვლილი 4 წლის განმავლობაში შევქმენით განვითარებისთვის აუცილებელი თავისუფალი გარემო. მომზადდა პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძველი, რასაც უნდა დაეფუძნოს დიდი ეკონომიკური აღმავლობა, მაგრამ საქართველოში სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი გაჭირვებული ადამიანია, რომლებსაც არ აქვთ სამუშაო და რომლებიც იმსახურებენ ღირსეულ ცხოვრებას. ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, სრულად შეიგრძნონ თავისუფლების სიკეთე.

 

 

ქვეყნის ეკონომიკური აღმასვლა და სიღარიბის დაძლევა არ არის მხოლოდ ცალკეული ადამიანების და ოჯახების გამოწვევა. ეს მთელი ქვეყნის ამოცანას წარმოადგენს და მისი გადაწყვეტა თითოეული ჩვენგანის სოლიდარულ ძალისხმევას საჭიროებს, სწორედ ამიტომ, როცა ქვეყნის სწრაფი განვითარების აუცილებლობაზე ვსაუბრობ, ეს ჩემთვის ეკონომიკური პროგრამის ნაწილს, ან წინაარჩევნო დაპირებას კი არ წარმოადგენს, ეს ჩემი ცხოვრების უმთავრესი მიზანი და ოცნებაა.

 

 

მე გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მომდევნო ოთხი წელი იყოს ჩვენს უახლეს ისტორიაში ყველაზე დინამიკური განვითარების პერიოდი. ჩვენ ღმერთმა ბევრი სიმდიდრე გვიბოძა - მდებარეობა, ულამაზესი ბუნება, მთა, ზღვა, წყალი, წიაღისეული და რაც მთავარია, ნიჭიერი და შრომისმოყვარე ხალხი, რომელსაც აქვს ჭირში თმენის და ქვეყნის აღორძინების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება, დიდი კულტურა, ანუ ყველა გამოცდილება გვაქვს, რომ ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს, ოღონდ გვჭირდება ჩვენი შესაძლებლობების სწორად გამოყენება, საზოგადოების გაერთიანება და თითოეული ჩვენგანის ძალისხმევის მიმართვა ერთიანი და ძლიერი საქართველოს ასაშენებლად. მე მჯერა, რომ ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად, გავიმარჯვებთ. ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს, რადგან ჩვენ ერთად ვართ ქვეყანა”, - ნათქვამია პრემიერის მიმართვაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი