საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ბორის ნემცოვის მკვლელობას გამოეხმაურა და ღრმა მწუხარება გამოხატა რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გარდაცვალების გამო.
"ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ბორის ნემცოვის გარდაცვალების გამო. ბორის ნემცოვი იყო პოლიტიკოსი, რომელიც ცხოვრების ყველა ეტაპზე უკეთესი, დემოკრატიული რუსეთისთვის იღწვოდა. ბორის ნემცოვი დააკლდება რუს ხალხს და მათ უკეთეს მომავალს, მის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს მთელს დემოკრატიულ სამყაროში.
იმედია ეს საზარელი მკვლელობა სწრაფად და ობიექტურად იქნება გამოძიებული და დამნაშავეები სათანადოდ დაისჯებიან", ნათქვამია უსუფაშვილის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.