სოფელ ქობულეთში, კინტრიშის ხეობის სახალხო ზეიმი გაიმართა
04-10-2016, 09:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფელ ქობულეთში, კინტრიშის ხეობის სახალხო ზეიმი გაიმართა. ზეიმის ფარგლებში კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა.

 

 

როგორც Guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ღონისძიების პარალელურად კინტრიშის ხეობის მკვიდრთა ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა გაიმართა. საღამოს დასასრულს ორგანიზატორებისაგან ღვაწლმოსილი ხეობის მკვიდრნი დაჯილდოვდნენ.

 


სახალხო ზეიმს რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

„კინტრიშის ხეობის სახალხო ზეიმი“ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ყოველწლიურად აღინიშნება, 2007 წლიდან კი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით იმართება. ღონისძიება ხუცუბნის, გვარას, ჭახათისა და სოფელ ქობულეთის ტერიტორიულ ორგანოებს მოიცავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი