საქართველო საბაჟო სფეროში თურქეთთან თანამშრომლობას აძლიერებს
04-10-2016, 09:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო საბაჟო სფეროში თურქეთთან თანამშრომლობას აძლიერებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრის, ბიულენთ თუფენქჯის შეხვედრაზე აღინიშნა.

 

 

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის მნიშვნელობას, რაც ითვალისწინებს საბაჟო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას.

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, აღნიშნული დეკლარაცია მნიშვნელოვანია ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, საერთაშორისო ვაჭრობის პოპულარიზაციისა და რეგიონში უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვის უზრუნველსაყოფად. მისივე თქმით, თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტის ეფექტურობა სწორედ სასაზღვრო-საბაჟო პროცედურების მოქნილობაზეა დამოკიდებულია.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ინიციატივით ორივე ქვეყნის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ ორმხრივი ვაჭრობა, შეუმცირდებათ საბაჟო კონტროლის პროცედურები და ისარგებლებენ გამარტივებული პროცედურებით.

 

 

მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ პოტენციალზე. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. საუბარი შეეხო საქართველოდან ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობებს.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე დაესწრნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი