გიორგი კვირიკაშვილი: როგორც აქამდე მოვედით მშვიდობიანად, ისე მივიდეთ არჩევნებამდე, ჩავატაროთ არჩევნები ყველანაირი კონფრონტაციის გარეშე
04-10-2016, 09:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, განსაკუთრებით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაქსიმალურად შევიკავოთ ემოციები; ქვეყნის ინტერესშია ის, რომ ჩვენ, როგორც აქამდე მოვედით მშვიდობიანად, ისე მივიდეთ არჩევნებამდე, ჩავატაროთ მაქსიმალურად მშვიდობიანი არჩევნები, რომელიც თავისუფალი იქნება ყველანაირი კონფრონტაციისგან, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

 


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არჩევნებამდე 3 დღით ადრე, გარკვეულწილად, ემოციებისა და ინციდენტების რაოდენობის მატება შეიმჩნევა.

 


გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება, მაქსიმალურად ბევრს მუშაობს სამართალდამცავებთან ერთად, რათა მაქსიმალურად მოახდინოს ასეთი შემთხვევების პრევენცია.

 


"რეაგირება, ბოლო დღეების ინციდენტებთან მიმართებაში უკვე იყო - რამდენიმე ინციდენტის ნაწილში, ბრალდებულები დაკავებულებიც არიან. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ყველას, მაქსიმალურად შევიკავოთ ნერვები, ემოციები; ბოლო სამი დღის განმავლობაში, მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე და ღირსეულად ჩავატაროთ არჩევნები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენი ქვეყნის, როგორც დემოკრატიული ქვეყნის განვითარების მიმართულებით და ამას იმსახურებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ვფიქრობ, იმისთვის, რომ ჩვენ აქამდე მივიდეთ, ძალიან დიდი ბრძოლა გასწია ქვეყნის მოსახლეობამ და მთავრობამაც ბევრი იმუშავა. ამიტომ, კიდევ ერთხელ, მოგიწოდებთ და გთხოვთ, ემოციები დავაცხროთ, ტემპერატურა დავწიოთ, მივიდეთ არჩევნებამდე და მშვიდობიანად ჩავატაროთ არჩევნები", - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი