ოთარ დანელიას ,,რესპუბლიკური პარტიის“ აბაშის ორგანიზაციის 32-მა წევრმა მხარდაჭერა გამოუცხადა
04-10-2016, 09:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აბაშისა და მარტვილის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ოთარ დანელიას ,,რესპუბლიკური პარტიის“ აბაშის რაიონული ორგანიზაციის 32-მა წევრმა მხარდაჭერა გამოუცხადა.

 

 

”ქართული ოცნების” ინფორმაციით, ამის შესახებ საგანგებო განცხადება ოთარ დანელიას საარჩევნო შტაბში „რესპუბლიკური“ პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბენია პიტავამ გააკეთა.

 

 

,,საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, „რესპუბლიკური“ პარტიის აბაშის რაიონული ორგანიზაცია დავტოვეთ 32-მა წევრმა, მათ შორის საკრებულოს ფრაქციის, რაიონული კომიტეტისა და სარევიზიო კომისიის წევრებმა. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ და მისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოთარ დანელიას პოლიტიკურ კურსს“,- განაცხადა პიტავამ.

 

 

აღნიშნულ განცხადებას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის საარჩევნო შტაბის უფროსი ლევან მგალობლიშვილი გამოეხმაურა.

 

 

„დღევანდელი დღე ნათელი მაგალითია იმისა, რომ „ქართული ოცნებისა“ და ოთარ დანელიას გამარჯვება გარდაუვალია“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი