საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ფოთში, ახალი სამკერვალო საწარმოს საძირკვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, უცხოური ინვესტიციით შექმნილი შპს „აჭარა ტექსტილი“ 6 თვეში ფოთში უახლოესი საერთაშორისო სტანდარტების სამკერვალო ფაბრიკის ამოქმედებას გეგმავს, სადაც ქალის, მამაკაცისა და ბავშვის სპორტული ტანსაცმლის წარმოებას აპირებს.
შპს „აჭარა ტექსტილი“ აღნიშნული ბიზნესპროექტის განხორციელებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გეგმავს.
„კომპანია სარგებლობს სამთავრობო პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს“,-აცხადებენ უწყებაში.
კომპანიას საწარმოს ასაშენებლად საჭირო ტერიტორია - 4 ჰა მიწის ფართობი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან ნომინალურ ფასად გადაეცა.
„რთული დასაჯერებელია, რომ სულ რაღაც 6 თვეში აქ უკვე იდგება ევროპული სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური საფეიქრო ფაბრიკა, რომელიც თავდაპირველად 1 500 პირს დაასაქმებს, ხოლო საწარმოს სრული სიმძლავრით ამუშავებისას ჯამში 3 000-მდე ადამიანი დასაქმდება, თუმცა ეს რეალურია და ამ ყველაფრის მომსწრეები თავად გახდებით,“ - განაცხადა პირველმა ვიცე პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა პრეზენტაციაზე.
მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ინვესტორი 15 მილიონ აშშ დოლარამდე დახარჯავს. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საწარმოს სრულად ამოქმედების შემდეგ ფოთში მოსახლე ყველა ქალბატონს, რომელსაც დასაქმების სურვილი ექნება, ამის რეალური შესაძლებლობა გაუჩნდება.
„აჭარა ტექსტილი“ წარმატების მხოლოდ 1 მაგალითია, მხოლოდ ერთი იმ 205 საწარმოდან, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში და რომლის დახმარების შედეგად ჯამურად 445 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. მთავრობა ინტენსიურად მუშაობს პოტენციურ ინვესტორებთან იმისათვის, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ახალი საწარმოები გაიხსნას და დამატებითი სამუშაო ადგილები გაჩნდეს“,-განაცხადა მან.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციიით, კომპანია „აჭარა ტექსტილი“ უკვე ფლობს ორ სამკერვალო ფაბრიკას ბათუმსა და ქობულეთში და დასაქმებული ჰყავს 2500 ადამიანი. არსებულ საწარმოებში ყოველთვიურად 100 ახალი თანამშრომელი გადის გადამზადების კურსს.
„შპს. „აჭარა ტექსტილი“ თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა: Nike, Puma, Lotto, Erima ხოლო, ახლო მომავალში დამკვეთი კომპანიების რიცხვს შეემატება New Balance და Under Armour. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებულია, კერძოდ კი საწარმოში დამზადებული პროდუქცია იგზავნება თურქეთში არსებული კომპანიის სათაო ოფისში, საიდანაც ხდება პროდუქციის გადანაწილება მსოფლიოს მაშტაბით“,-აცხადებენ სამინისტროში.
ახალი საწარმოს საძირკველის ჩაყრის ცერემონიას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანი კვარაცხელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.