მარტვილის მუნიციპალიტეტში ხურმის საშრობის მშენებლობა მიმდინარეობს
04-10-2016, 10:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში ხურმის საშრობის მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც Guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, სოფელ კიწიაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა "ალერტი" 2016 წელს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციისაგან „CARE საერთაშორისო კავკასიაში“, გრანტის სახით 77950 ლარის ღირებულების ხილის საშრობი მოწყობილობის სრული პაკეტი მიიღო.

 

 

საკუთარი თანამონაწილეობის ფარგლებში, კოოპერატივი საშრობი მოწყობილობის განსათავსებლად საჭირო , სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესაბამის შენობას აშენებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 98467 ლარს შეადგენს; კოოპერატივი ხილის მრავალფუნქციური საშრობის სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, ხურმის ჩირის წარმოებას, დახარისხებას, დაფასოებასა და შეფუთვას ადგილზე მოახდენს. კოოპერატივის წევრები სეზონზე 100 ტონამდე ხურმის გამოშრობას და ჩირის სახით 30-35 ტონა მზა პროდუქციის მიღებას გეგმავენ. კოოპერატივი წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე მოახდენს.

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ალერტი“ 2016 შეიქმნა და მასში მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კიწიის, ნოღის, ბანძის 24 მეპაიე, მათ შორის 9 ქალბატონია გაერთიანებული. კოოპერატივის ძირითად საქმიანობას ხურმისა და ხურმის ჩირის წარმოება/რეალიზაცია წარმოადგენს.

 

 

"მარტვილის მუნიციპალიტეტში ხურმა მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო კულტურას წარმოადგენს. ხურმის ჩირის წარმოება ძირითადად საოჯახო მეურნეობებში, ტრადიციული მეთოდებით მიმდინარეობს. ახალი საწარმოს მშენებლობა ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას და ხარისხიანი და სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის წარმოებას", - აცხადებენ გამგეობაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი