ქვორუმის არარსებობის გამო დღეისათვის დანიშნული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა.
დარბაზში რეგისტრაცია პარლამენტის მხოლოდ 42-მა წევრმა გაიარა, მაშინ როცა სხდომის ჩასატარებლად სიითი უმრავლესობის სულ მცირე 76 დეპუტატის დასწრებაა საჭირო.
სხდომის წამყვანმა, ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ მოგვიანებით ხელმეორე რეგისტრაციას ჩაატარებდა. რეგისტრაცია დღის 4 საათზე მეორედაც ჩატარდა, თუმცა ისევ მხოლოდ 42 დეპუტატი აღმოჩნდა სხდომათა დარბაზში, რის შემდეგაც კობახიძემ განაცხადა, რომ არ გააჩნდა უფლებამოსილება სხდომა გაეგრძელებინა.
სხდომათა დარბაზში "ნაციონალური მოძრაობა" თითქმის სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, თუმცა ქუთაისის პარლამენტში კოალიცია "ქართული ოცნების" დეპუტატების უმრავლესობა არ გამოცხადებულა.
სხდომა საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივით იყო მოწვეული და მასზე ქვეყანაში შექმნილ სავალუტო კრიზისსა და მისი დაძლევის გზებზე მსჯელობა იგეგმებოდა.
"ნაციონალური მოძრაობა" სხდომაზე ხელისუფლებისთვის 36-პუნქტიანი ე.წ. ანტიკრიზისული გეგმის შეთავაზებასაც აპირებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.