გივი თარგამაძე: როგორც ჩანს, უკან მოგვყვებოდა მანქანა, საიდანაც დისტანციური მართვის პულტით მოხდა აფეთქება
04-10-2016, 13:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე მისი კუთვნილი ავტომობილის აფეთქების შემდეგ, მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.

 

 

თარგამაძე დარწმუნებულია, რომ ავტომანქანა დისტანციური მართვის პულტით ააფეთქეს. მისივე თქმით, მანქანა, საიდანც ამისი განხორციელება მოხდა, მის ავტომობილს უკან მიჰყვებოდა.

 


"როგორც ყოველთვის ხდება ჩამოვედი ოფისიდან, ჩავჯექი მანქანაში, ჩემი მძღოლი მართავს საჭეს. წამოვედით ჩვეული მარშრუტით, როგორც ვბრუნდებით სახლში. უნდა აგვეხია რუსთაველზე, ამოვუხვიეთ კოლმეურნეობის მოედანზე და ამ დროს მოხდა ეს ამბავი. მართალი რომ გითხრათ, თავიდან ვერ მივხვდი რა იყო. უფრო მქონდა შეგრძნება, რომ წინიდან გვესროლეს რაღაც. როდესაც გადმოვედით და ასე ვთქვათ, ცოტა გონს მოვედით, მანქანას მთელი უკანა მხარე მოგლეჯილი აქვს პრაქტიკულად. ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ უკან იყო აკრული, უკანა ნაწილში ეს იყო ასაფეთქებელი ნივთიერება. უკან მოგვყვებოდა როგორც ჩანს მანქანა, რომელმაც გადაწყვიტა რომ ამ ადგილას უნდოდა ამის განხორციელება ძალიან ნაძირლურად იმიტომ, რომ ყველაზე უფრო რაზეც ვწუხვარ ადამიანები, ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან დაზარალებულები და როგორც ჩანს, არც თუ ისე მსუბუქად. დიდი იმედი მაქვს, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება.... ვფიქრობ დისტანციური მართვის პულტით მოხდა აფეთქება. მე არ მაქვს დაზიანება, არც ჩემს მძღოლს, უბრალოდ კონტუზიასავით ყურებში ცოტა ცუდად გვესმის. ნაწილობრივი დაზიანებები გვაქვს", - განაცხადა თარგამაძემ.

 


კითხვაზე, უძღოდა თუ არა ფაქტს რაიმე სახის მუქარა, თარგამაძე პასუხობს, რომ ეს არის იყო მუქარა, ეს იყო "უფრო ბინძური" რაღაცები.

 


"ეს გრძელდება მთელი ამ ბრძოლის მანძილზე. მე მინდა მივმართო პოლიციელებს და მინდა ვთხოვო, ჩვენ ვართ მათი ყველაზე დიდი გულშემატკივრები. მათი მუშაობის ნორმალურ გაგრძელებამდე დარჩა ძალიან ცოტა ხანი. რვაში ჩვენ დავამთავრებთ ამ ხელისუფლებას და ისინი დაუბრუნდებიან თავიანთი მუშაობის ნორმალურ რიტმს. ვთხოვ მათ, რომ ახლა გამოიჩინონ კეთილსინდისიერება. კრიმინალურ პოლიციას განსაკუთრებით, ნუ ასე ვთქვათ გაავრცელებენ ხელისუფლების რამე ვერსიებს. დაჟინებით მეკითხებოდნენ, რომ აი, ხომ გაზზე არის თქვენი მანქანა. ჩემი მანქანა გაზზე არ არის და არც ყოფილა. შეიძლება ამით მოახდენდნენ რაიმე იმიტაციას. როგორც ჩანს, ისიც არ იცოდნენ რომ მე ყოველთვის წინ ვჯდები მანქანაში, უკან რომ ვმჯდარიყავი ნამდვილად ახლა აღარ ვიქნებოდი. ამიტომ პოლიციელებს მართლა გულით ვთხოვ, რომ მნიშვნელოვანია ამისი გამოძიება, რომ შემდგომში აღარ მოხდეს", - აღნიშნა გივი თარგამაძემ და დაამატა, რომ მომხდარის მიუხედავად, ის და მისი გუნდი ბრძოლას განაგრძობს.

 

 

გივი თარგამაძის მანქანა კოლმეურნეობის მოედანზე ცოტა ხნის წინათ ააფეთქეს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი სამედიცინო დაწესებულებებშია გადაყვანილი. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაშავებულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი