გიგა ბოკერია გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქებაზე: ყველამ იცის გივი თარგამაძეს ვისთან ჰქონდა პოლიტიკურად დაპირისპირება მთავარი - ეს არის სუს-ი და მისი უფროსი გოგაშვილი
04-10-2016, 13:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარედ, დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტს ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია. იგი ხელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და უშუალოდ უწყების ხელმძღვანელის მოადგილის, გოგაშვილისკენ იშვერს და აცხადებს, რომ „ყველას გვაქვს საფუძველი, რომ ეჭვმიტანილებად შეიძლება ჩავთვალოთ ისინი“.

 


„ეს არის სამწუხაროდ, კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ საით მიჰყავს ივანიშვილს და მის გუნდს ქვეყანა. საერთოდ, იმ დროში გვაბრუნებს, როცა არ გვიკვირდა ხოლმე ასეთი უბედურებები, რომელიც ეხებოდა არა მარტო პოლიტიკოსებს, ეხებოდა ჩვეულებრივ ადამიანებს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის იმათი პრობლემა, ვის წინააღმდეგაც იყო ეს თავდასხმა მიმართული. ყველამ იცის გივი თარგამაძეს ვისთან ჰქონდა პოლიტიკურად დაპირისპირება მთავარი, ეს არის სუს-ი და მისი უფროსი გოგაშვილი. ეს საჯაროდ ცნობილი ამბავია და რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს საფუძველი, რომ ეჭვმიტანილებად შეიძლება ჩავთვალოთ ისინი, მაგრამ ყველა შემთხვევაში, იქამდეც კი, სანამ რაღაცას ვიტყვით და მოგვეცემა უფრო მეტ დეტალზე რამის თქმის საშუალება, ეჭვმიტანილი კი არა, ბრალდებული და განაჩენგამოტანილია ამ ვითარების შექმნაში ივანიშვილი და მისი გუნდი, რომელმაც მთელი ეს 4 წელიწადი ანგრიეს ინსტიტუციები, სიძულვილსა და ძალადობის ქადაგებაში და ძალადობის ჩადენაში გაატარეს და ეს ინსტიტუტები, სუს-ით დაწყებული, აქციეს საკუთარ მარიონეტებად პოლიტიკური ამოცანებისთვის და კრიმინალთან შეკვრა და ორგანიზებულ დანაშაულთან ერთად ქვეყნის მართვის მცდელობა - აი, ამ ყველაფერმა ერთად მიგვიყვანა ამ ვითარებამდე იმისდა მიუხედავად, რა გაირკვევა, კერძოდ, რომელი სტრუქტურა თუ ადამიანები იყვნენ ამაში ჩართული. ამიტომაა ჩვენი ეროვნული ამოცანა, რომელიც აუცილებლად შესრულდება, რომ რამდენიმე დღეში ჩვენ, აი, ამ უფსკრულისკენ მიმავალი გზიდან ქვეყანა გადმოვიყვანოთ ნორმალური განვითარების გზაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება კიდევ უფრო მძიმე, ვიდრე დღეს ვხედავთ ჩვენ ყველანი ამას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ, შემთხვევის ადგილზე, ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი