ვისაც ჰგონია, რომ 9 თვის ბარბარე რაფალიანცის და დიდი ალბათობით ეროსი კიწმარიშვილის მკვლელი, გივი თარგამაძის მძიმე საფრთხეში ჩაგდებაზე არ წავიდოდა, დაშინების ან ფიზიკური განადგურების მიზნით, ძალიან ცუდად იცნობს ივანიშვილს და 90-იანი წლების რუსეთს, სადაც მან ფული იშოვა, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გივი თარგამაძის მანქანის აფეთების ფაქტს.
სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის ხელისუფლების დაკარგვა ყველაფრის დაკარგვის ტოლფასია და "ის ბოლომდე გაიბრძოლებს".
"ჯერ კიდევ ბორის ნემცოვი, რომელიც რუსეთიდან ივანიშვილს კარგად იცნობდა, შარშან კიევში მაფრთხილებდა, რომ ივანიშვილი ყველანაირ ძალადობაზეა წამსვლელი. ვისაც ჰგონია , რომ 9 თვის ბარბარე რაფალიანცის და დიდი ალბათობით ეროსი კიწმარიშვილის მკვლელი, გივი თარგამაძის მძიმე საფრთხეში ჩაგდებაზე არ წავიდოდა, დაშინების ან ფიზიკური განადგურების მიზნით, ძალიან ცუდად იცნობს ივანიშვილს და 90-იანი წლების რუსეთს, სადაც მან ფული იშოვა. ივანიშვილისთვის, ხელისუფლების დაკარგვა ყველაფრის დაკარგვის ტოლფასია და ის ბოლომდე გაიბრძოლებს. შემდეგი დღეები, უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მივყვეთ ჩვენს გეგმას, არჩევნების ჩატარებისა და ოლიგარქის მარწუხებიდან საბოლოოდ განთავისუფლების.
ჩემს მეგობარს და დიდ პატრიოტს გივი თარგამაძეს ვულოცავ გადარჩენას, ჩემი აზრით ის სამიზნედ ამოირჩიეს იმის გამო, რომ აქტიურად ეკონტაქტებოდა სამართალდამცავებს, რაც ძალიან აშინებს ივანიშვილს. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა დაშავებული კარგად იქნება", - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
ცოტა ხნის წინათ, კოლმეურნეობის მოედანზე გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა. მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.