თბილისში, კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარედ, დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, ოთხი ადამიანია დაშავებული. ისინი საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. აფეთქების დროს დაზარალებულთა მოსანახულებლად ინგოროყვას კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მივიდა.
„ამ წუთის მონაცემებით არის ოთხი დაზარალებული, ორი მათგანი იმყოფება აქ, ინგოროყვას კლინიკაში, ერთის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. მას სჭირდება ოპერაციული ჩარევა, მეორეს მდგომარეობა არის, საბედნიეროდ, მსუბუქი. ის არის მეთვალყურეობის ქვეშ. ასევე არის ორი დაზარალებული, აი გვერდზე კლინიკაში, სადაც ახლა გადავდივარ მათ სანახავად. ამ წუთის მონაცემებით, არის ოთხი დაზარალებული, თუმცა ინფორმაციას სრულად მოვაგროვებთ და რა თქმა უნდა მაქსიმალურ ყურადღებას გავუწევთ“, - აღნიშნა მინისტრმა.
მან დააზუსტა, რომ „სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ არის“.
„სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები არ არის. ოთხიდან ერთი პაციენტი არის, რომელსაც ესაჭიროება ქირურგიული მკურნალობა, გამომდინარე იქედან, რომ არის სისხლდენა, რომელსაც სჭირდება ქირურგიული ჩარევა“, - დასძინა სერგეენკომ.
იგი მომხდარს გმობს და იმედს გამოთქვამს, რომ შესაბამისი სტრუქტურები „უმოკლეს ვადებში“ გამოიძიებენ ფაქტს.
„თავისთავად ფაქტი მიუღებელია, მით უმეტეს ის, რომ დაზარალებული არიან ის ადამიანები, ვინც ირგვლივ იმყოფებოდნენ და ასრულებდნენ თავის საქმეს, ასე ვთქვათ, შემთხვევითი გამვლელები და იქ მომუშავე ადამიანები. რა თქმა უნდა, ფაქტი მიუღებელია, დასაგმობია და მე დარწმუნებული ვარ ამაში, რომ სამართალდამცავები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ უმოკლეს ვადებში გამოიძიონ ეს საქმე“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.