პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც ბესელიამ "მაესტროს" ეთერში აღნიშნა, იმედოვნებს, რომ მომხდარს "პოლიტიკური განცხადებები და პოლიტიკური სარჩული არ მოჰყვება".
"კარგია, რომ ჯანმრთელად არის ბატონი თარგამაძე და ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ფაქტს, რა მოხდა, მოდით, ეს მივანდოთ გამოძიებას და საგამოძიებო ორგანოებს, რომლებიც დაადგენენ, თუ რასთან გვაქვს საქმე. მინდა ვთქვა, რომ ყოველ შემთხვევაში, იმედი მინდა დავიტოვო, რომ პოლიტიკური განცხადებები და პოლიტიკური სარჩული არ მოჰყვება ახლა ამ ფაქტს და არ იქნება მცდელობა იმისა, რომ პირდაპირ მოხდეს ასე ვთქვათ, გარკვეული სცენარის შექმნა. იმიტომ რომ რაღაცნაირად ამოტივტივდა ჩემს მეხსიერებაში და გაირბინა იმ კადრებმა, რომელიც თავის დროზე გვახსოვს ჩვენ ხურჩაში დადგმული რაღაცა სცენარი. შემდეგ აი, ხოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადებები, მათ შორის, „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლების მხრიდან, რომ იქნება გარკვეული დესტაბილიზაცია, მანქანების დაწვა და ა.შ. არ მინდა ვიფიქრო, რომ ამ სცენართან გვაქვს საქმე. ნამდვილად არ მინდა და გულწრფელად არ მინდა ვიფიქრო, რომ რაღაც ამდაგვარი ხდება. ამიტომ, მოდით გამოძიებას მივანდოთ პირველ რიგში ამ საქმის დადგენა, ამ ფაქტის გარკვევა, მოვისმინოთ გამოძიების ვერსია და შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.