„ივანიშვილის რეჟიმმა დაგვაბრუნა ქვეყანაში, სადაც ცხრილავენ და აფეთქებენ ადამიანებს“,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში, რითაც მისი თანაგუნდელის, გივი თარგამაძის მანქანის აფექტების ფაქტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ის ხელისუფლება, რომლის დროსაც ადამიანებს ქუჩაში აფეთქებენ, უნდა დასრულდეს.
„ფაქტით, რომელიც ვიხილეთ, გამოიკვეთა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი, თუ რატომ უნდა დასრულდეს ეს ხელისუფლება მშვიდობიანად 4 დღეში. ივანიშვილის რეჟიმმა დაგვაბრუნა ქვეყანაში, სადაც ცხრილავენ და აფეთქებენ ადამიანებს. ამ ხელისუფლების დამთავრება აღარ არის პოლიტიკური გემოვნების საკითხი, ეს არის ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების მომავალი უსაფრთხოების საკითხი. გულწრფელად ვუსურვებ დაზარალებულებს გამოჯანმრთელებას. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ადამიანები ხიფათში ჩააგდო დღევანდელი ხელისუფლების მიერ შექმნილმა გარემომ. მე არ ვამბობ კონკრეტულად ვინ დგას ამ აფეთქების უკან, მაგრამ ქვეყანაში არის შექმნილი კლიმატი, სადაც ადამიანებს აფეთქებენ მანქანებში, სადაც ერთ-ერთ ცნობილ პოლიტიკოსს ესროლეს სამი ტყვია საარჩევნო შეხვედრაზე. ამ აფეთქების შემდეგ, ისე, როგორც არასდროს, ვარ დარწმუნებული, რომ 4 დღეში ეს ხელისუფლება დასრულდება, რადგან ხელისუფლება, რომლის დროსაც ადამიანებს ქუჩაში აფეთქებენ, უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ბაქრაძემ.
შსს-მ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.