გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
05-10-2016, 02:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"პირიმზესთან" წუხელ ღამით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაშავებული მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაში ოპერაციის ჩატარების შემდეგ, რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობას.

 

 

"პაციენტის მკურნალობა მიმდინარეობს რეანიმაციის განყოფილებაში. გამოხატული იყო ტრავმოჰემორაგიული შოკი. გულ-მკერდზე მუცლის ღრუს დახურული ტრავმები. მრავლობითი ჭრილობები სხეული სხვადასხვა ადგილებში. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დინამიკაში არ გაუარესებულა", - განუცხადა "რუსთავი 2"-ს ინგოროყვას კლინიკის ექიმმა რეანიმატოლოგმა, კონსტანტინე მუმლაძემ.

 

 

რაც შეეხება დაზარალებულ ქალბატონს, რომელიც ასევე ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, მკურნალი ექიმის, ნუგზარ ნატროშვილის თქმით, მას საავადმყოფოში მიყვანისას ღია ჭრილობა თავის არეში აღენიშნებოდა, აღმოუჩინეს პირველადი ქირურგიული დახმარება და ახლა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

 

წუხელ მომხდარი აფეთქების შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ორი ინგოროყვას კლინიკაში, ორი კი სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. გვიან ღამით, დაშავებულები ინგოროყვას კლინიკაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მოინახულა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი