ლევან მურუსიძე: სასამართლო სისტემას უნდა ვუთხრათ, როგორი უნდა იყოს თავმჯდომარე, როგორ უნდა მოიქცეს და რა უნდა გააკეთოს
05-10-2016, 03:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის თქმით, თვეების განმავლობაში სასამართლო სისტემაზე იყო ბრალდებები, რომლებიც კონკრეტულ წყაროს ეყრდნობოდა.

 

 

ამის შესხებ მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომელზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის და „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორის ნიკა გვარამიას საუბრის ფარული ჩანაწერის შესახებ მსჯელობენ.

 

 

მურუსიძის თქმით, დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

„თვეების განმავლობაში სასამართლო სისტემაზე პირდაპირ ვიტყვი, ძალიან ცილისმწამებლური განცხადებები მოდიოდა, იყო ბრალდებები, რომლებიც კონკრეტულ წყაროს ეყრდნობოდა. კონკრეტული პიროვნების მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას საზოგადოება, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები თუ პოლიტიკოსები იყენებდნენ როგორც საშუალებას, რომ სასამართლო სისტემაზე განხორციელებულიყო ლანძღვა, ისტერიკა. აქედან გამომდინარე, სასამართლო სისტემამ უნდა ვიმსჯელოთ რეალურად რა მოხდა და სწორი იყო თუ არა საბჭო, როდესაც მოქმედებდა თვეების განმავლობაში და იმ ნაბიჯებს დგამდა, რა ნაბიჯებიც გადადგა. მამუკას გარდა, სასამართლოში 26 თავმჯდომარეა და უნდა განვიხილოთ და სასამართლო სისტემას უნდა ვუთხრათ, როგორი უნდა იყოს თავმჯდომარე, როგორ უნდა მოიქცეს, რა უნდა გააკეთოს თავმჯდომარემ და რა - არა“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი