ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი.
"დიდი შეშფოთებით შევიტყვეთ გუშინ მომხდარი აფეთქების შესახებ, რომელიც მოხდა ქართველი პოლიტიკოსი და პარლამენტის წევრის მიმართ.
ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ პატივი სცეს წინასაარჩევნო გარემოს წესებს და იმ შედეგებს, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაქვეყნებს არჩევნების შემდეგ",- განაცხადა ჰერმანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.