ზუგდიდის მუნიციპალიტეტში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის განცხადებით, ხალხი კარგ განწყობაზეა, მაგრამ დაღლილია იმ დაპირისპირებით, რაც დღეს ქვეყანაშია.
ამის შესახებ მან გადაცემა „არჩევანში“ სამეგრელოდან ჩართვისას განაცხადა.
სანდრა რულოვსი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა უნდა დაანახოს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს, რომ ქართულ პოლიტიკაში ღირსეულად შეუძლია დაბრუნება.
„ჩვენი გამარჯვება სულ ახლოს არის. გვიხარია, რომ გივი თარგამაძე და მისი მეგობრები გადარჩნენ. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. სამეგრელოში ძალიან კარგი განწყობა გვაქვს, ძალიან ახლოს არის გამარჯვება, რამდენიმე დღეში იქნება. ხალხი კარგ განწყობაზეა, მაგრამ დაღლილია იმ დაპირისპირებით და ბოღმით, რაც დღეს ქვეყანაში მეფობს. ამის მაგივრად, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ სიმშვიდით, აღმშენებლობით და სიყვარულით. ჩვენ გვჭირდება დამაჯერებელი გამარჯვება და ეს აუცილებლად იქნება. ვანახოთ ჩემს მეუღლეს, მიშას, რომ მის პარტიას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს და, რომ შეუძლია ღირსეულად დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკაში“,-განაცხადა სანდრა რულოვსმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.