დავით უსუფაშვილი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე: გუშინდელი ფაქტი გაგრძელებაა იმ პროცესის, რომელსაც „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ამკვიდრებენ
05-10-2016, 03:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„როდესაც სიძულვილი არის არჩევნებში გამარჯვების მთავარი იარაღი, მაშინ ასეთი სამწუხარო და ტრაგიკული ფაქტები არ არის გამორიცხული“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს გამოეხმაურა.

 

 

მისი თქმით, გუშინდელი ფაქტი, სამწუხაროდ, არის ლოგიკური გაგრძელება იმ პროცესის, რომელსაც ერთი მხრივ სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება“ და მეორე მხრივ, ყოფილი სახელისუფლებო პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ამკვიდრებენ საქართველოში.

 

 

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ უნდა დავგმოთ ყველა ის ადამიანი, ვისაც რაიმე შეხება აქვს ამ ქმედებასთან, ასევე იმ ძალადობრივ ფაქტებთან, რომლებიც ნაკლები სიხშირით, მაგრამ მაინც ხდებოდა ამ დღეებში. მე მინდა საქართველოს მოქალაქეებს მივმართო, ეს ყველაფერი ხდება მათ თავისუფალ ნებაზე ზემოქმედებისთვის. აქ სხვა არანაირი საკითხი და არაფერი არ ირკვევა არავის შორის. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ჩვენზე, საქართველოს მოქალაქეებზე ვიღაცებმა მოახდინონ ისეთი გავლენა, როგორც მათ სურთ. მათ უნდათ, რომ ჩვენ აგვამოქმედონ მათი ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი