დავით უსუფაშვილი: ფარული ჩანაწერები ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხვილია, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ თავიდან ვერ მოიცილა
05-10-2016, 04:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სამართალდამცავი სისტემა ძალიან მძიმე დღეშია ჩაყენებული. ვის მიერ, ეს მალე გაირკვევა, ვინც ფარული ჩანაწერებით მართავს პროცესებს, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობასაც“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა რითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაგეგმილ სხდომას გამოეხმაურა.

 

 

მისი თქმით, სამართალდამცავი უწყებები ინტერნეტში გავრცელებული ფარული ჩანაწერების გაშიფვრით და მასზე რეაგირებით არის დაკავებული.

 

 

„ფარული ჩანაწერები არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხვილი, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა და დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ მოიცილა თავიდან... იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვხედავდეთ პოლიციას, პროკურორს, უშიშროების სამსახურებს, რომლებიც ვიღაც კრიმინალს გამოათრევენ საიდანღაც და წაუყენებენ ბრალს, ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი ეს სისტემა ვიღაცის მიერ ინტერნეტში გავრცელებული ფარული ჩანაწერების გაშიფვრით და მასზე რეაგირებით არის დაკავებული. ეს ძალიან სახიფათოა, ვინაიდან როდესაც სამართალდამცავი ორგანოების მოქმედების დრო მოვა მართლაც, მაშინ შესაძლოა მათ არ აღმოაჩნდეთ ის ძალა და ავტორიტეტი, რაც სჭირდება ქვეყანას“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი