ნიკა რურუა: ეს არის ტერაქტი - გარემო, რომელიც შექმნა "ქართულმა ოცნებამ" მაძლევს უფლებას ვთქვა, რომ პასუხისმგებელი არის ხელისუფლება
05-10-2016, 04:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ნაციონალური მოძრაობის" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა რურუას შეფასებით, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება ტერაქტია.

 

 

როგორც ჟურნალისტებს რურუამ განუცხადა, პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით, ხელისუფლებას ეკისრება.

 


"ეს არის ტერაქტი, რომელიც მიზანმიმართული ქმედებაა იმისკენ, რომ დაშინდეს ამომრჩეველი, დღევანდელ აქციას ხელი შეეშალოს და რამენაირად გაიხანგრძლივოს ხელისუფლებამ თავისი არსებობა.... ეს არის ძალიან შემაშფოთებელი და არასასიამოვნო ფაქტი. ამ წუთას მე ვერავის ხელს ვერ დავადებ, მაგრამ ის გარემო დაუსჯელობის და ქაოსის, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ შექმნა, მაძლევს უფლებას ვთქვა, რომ პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. გამოძიება დაწყებულია და იმედი მაქვს ობიექტური იქნება. ეს პოლიტიკური საქმეა და პოლიტიკური ტერაქტია და ამ გამოძიებაში აუცილებლად ჩავრთავთ უცხოელ წარმომადგენლებს, რომ არ მოხდეს მტკიცებულებების ფალსიფიკაცია”, -განაცხადა ნიკა რურუამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი