დავით უსუფაშვილი: მოსკოვი შეეცდება სიტუაცია არიოს, არეული საქართველო ძალიან მარტივად გადასაყლაპი იქნება რუსეთის მხრიდან
05-10-2016, 04:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მოსკოვს არ აქვს ილუზია, რომ ამ არჩევნებში ვინმე პრორუსული ძალა გაიმარჯვებს. ამიტომ თუ მას ექნება შესაძლებლობა, ის შეეცდება არიოს სიტუაცია, არეული საქართველო მერე ძალიან მარტივად გადასაყლაპი იქნება რუსეთის მხრიდან“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.

 

 

მისი თქმით, ასეთ ვითარებაში, როდესაც,  „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ აღვივებენ ერთმანეთის მიმართ სიძულვილს, საქართველოს მტრებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნიან სიტუაციის არევისთვის.

 

 

„როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ის არ გამორიცხავს იმას, რომ ასეთ ვითარებაში, როდესაც, ერთი მხრივ, „ქართული ოცნება“ და მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ მაქსიმალურად აღვივებენ ერთმანეთის მიმართ სიძულვილს, მოსახლეობაში ნერგავენ გათიშულობას და მოსახლეობაში არის ძალიან მაღალი ემოციური ფონი შექმნილი ორივე ამ ძალის მიერ, ეს ქმნის ნოყიერ ნიადაგს არა მხოლოდ ამავე ძალების მიერ ერთმანეთის მაპროვოცირებელი თუ თავის ამომრჩევლების მობილიზაციისთვის მიმართული, არამედ საქართველოს მტრებისთვის ნოყიერ ნიადაგს სიტუაციის არევისთვის“,-განაცხადა უსუფაშვილმა და მან ასევე დასძინა, რომ არეული საქართველო ეს არის გაცილებით ადვილი სამიზნე რუსეთისთვის.

 

 

„იმიტომაც უნდა ვიყოთ ჭკუით და არ უნდა დავუშვათ მსგავსი ამბები არავინ, რომ არ მივცეთ საშუალება ქვეყნის მტრებს ჩაერიონ ჩვენს შიდა საქმეებში“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი