„საქართველო ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. საქართველოს ძალიან ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნია. აქ ძალიან კარგი საინვესტიციო გარემოა,“ - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.
ოფიციალური სტატისტიკით, 2016 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდის მდგომარეობით, ჩინეთი საქართველოსთვის მესამე ექსპორტიორი და მეოთხე იმპორტიორი ქვეყანაა. საქართველოდან ჩინეთში ექსპორტზე გავიდა 120 მილიონი აშშ დოლარის საქონელი.
„ჩვენს ქვეყნებს ეკონომიკისა და წარმოების სტრუქტურაში ძალიან ძლიერი ურთიერთშევსებადობის უნარი გააჩნიათ. ჩინეთისა და საქართველოს სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების პერსპექტივა ძალიან დიდია, მომავალი კი - უაღრესად ნათელი“, - განაცხადა ჩინეთის კომერციის მინისტრმა.
გაო ხუჩენის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება კიდევ უფრო გაამყარებს და ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. „ეს გააუმჯობესებს ჩვენი ხალხების კეთილდღეობასა და აუცილებლად უზრუნველყოფს კიდევ უფრო ძლიერი სისტემური გარანტიებით ჩვენს ქვეყნებს შორის საქონლითა და მომსახურებებით ვაჭრობას. საინვესტიციო სფეროების ბაზრის გახნას. აუცილებლად შეიქმნება სტაბილური, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი საბაზრო გარემო“ - განაცხადა გაო ხუჩენმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.