საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში იტალიის ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.
თავდაცვის მინისტრმა და იტალიის ელჩმა თავდაცვის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.
თავდაცვის უწყების ცნობით, იტალიის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) განვითარების მხარდაჭერის შესახებ. მხარეებმა აქცენტი გააკეთეს თავდაცვის სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და სამხედრო განათლების საკითხებზე. ანტონიო ენრიკო ბარტოლმა და ლევან იზორიამ იტალიის თავდაცვის მინისტრის საქართველოში ვიზიტის საკითხიც განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც შეთანხმდნენ.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და იტალიის ელჩის მოადგილე სტეფანო კრესჩენზი დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.