საქართველოს პრეზიდენტმა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებისას დაზარალებული მოქალაქეები მოინახულა
05-10-2016, 06:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში - საუნივერსიტეტო კლინიკაში დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებისას დაზარალებული მოქალაქეები, ლალი კიკნაძე და დავით კუხალაშვილი მოინახულა.

 


პრეზიდენტს კლინიკის დირექტორმა, ბაადურ მოსიძემ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 


„ბოდიში მოვუხადე დაზარალებულებს, რომ ვერ შევძელით მათი ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვა; მადლობა გადავუხადე პერსონალს, რომ ასე ყურადღებით მკურნალობენ დაშავებულებს.

 


კიდევ ერთხელ, მინდა მივმართო სამართალდამცავებს: ახლა არის ვითარება, როდესაც საზოგადოებამ, სტაბილურობამ, მომავლის ხედვამ უნდა გაიმარჯვოს იმ კრიმინალზე, რომელიც ნათლად ავლენს თავს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

 


ამ დაძაბულ ვითარებაში, განსაკუთრებულად აქტიურად, გაორმაგებული მუშაობა გვმართებს ყველას იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ საზოგადოების დაცვა იმ კრიმინალებისაგან, ვინც მოქალაქეებს, ქალაქის ცენტრში აფეთქებს და რის შედეგადაც, ადამიანები, რომელთაც საერთოდ არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან, დღეს საავადმყოფოში არიან მძიმე ჭრილობებით. მათი დაცვა ჩვენი ვალია, როგორც სახელმწიფოსი.

 


მოგიწოდებთ გაორმაგებულად იმუშაოთ. კიდევ ერთხელ თქვენ გვერდით ვდგავარ, თუ რაიმე პოლიტიკური მხარდაჭერა გჭირდებათ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას დაზარალებულების მონახულების შემდეგ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი