შსს გივი თარგამაძის კუთვნილ ავტომანქანაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
05-10-2016, 06:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გივი თარგამაძის კუთვნილ ავტომანქანაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ  გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. 

 


"მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს თბილისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის კუთვნილ ავტომანქანაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში გამოძიება 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 


შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა შსს-ს ყველა შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენელი: საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები.

 


დაუყოვნებლივ დაიწყო პირველადი საგამოძიებო ღონისძიების განხორციელება, მათ შორის, შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დეტალური დათვალიერება; მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ყველა სათვალთვალო კამერიდან ამოღებულია ვიდეოჩანაწერები; მიმდინარეობს შემთხვევის თვითმხილველებისა და აფეთქების შედეგად დაშავებული პირების გამოკითხვა, ასევე, აფეთქებული ავტომანქანის გადაადგილების მარშრუტზე არსებული სამეთვალყურეო კამერების დათვალიერება და ჩანაწერების ამოღება; დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა", – აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი