თბილისში, "ვარდების მოედანზე" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები არიან შეკრებილი, თუმცა 16:00 საათისთვის დაანონსებული მიტინგი ჯერ არ დაწყებულა. პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ შეკრებილებს ამის გამო ბოდიში მოუხადა და განუცხადა, რომ საცობების და მთავრობის მიერ შექმნილი პრობლემის გამო, მათი მხარდამჭერების მოედანზე მისვლა გვიანდება. მისი თქმით, მათ ბევრი ადამიანი უნდა შეურთდეს და ამის შემდეგ დაიწყებენ აქციას.
როგორც ადგილიდან Guardian.ge–ს კორესპონდენტი იუწყება, საინფორმაციო ხასიათის მიტინგის გამართვის შემდეგ, აქციის მონაწილეები მსვლელობას რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმართულებით მოაწყობენ.
"ვარდების მოედანი" გადაკეტილია და მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.