მიხეილ ჯანელიძე: მსურს მივულოცო ყველა მოქალაქეს - ევროკავშირის საბჭომ ყველა წევრი სახელმწიფოს სახელით მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე
05-10-2016, 07:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მსურს მივულოცო და მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა მოქალაქეს, ვინც ხელს უწყობს მთავრობას, განახორციელოს რეფორმები, რაც გვაახლოვებს ჩვენს ისტორიულ მიზანთან, ვიყოთ თავისუფალი და ერთიანი ევროპის ნაწილი, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩაკთან ერთად, ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

"ევროკომიისა და და ევროპარლამენტის შემდეგ დღეს ევროკავშირის საბჭომ ყველა წევრი სახელმწიფოს სახელით მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე, აღიარა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და დაასრულა საბჭოში განხილვები.

 


დღეს ყველამ ერთად დავინახეთ, რომ ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს კონკრეტული შედეგები მოაქვს. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ მთავრობის მხრიდან, რათა ევროინტეგრაციის დადებითი შედეგები ხელმისაწვდომი იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის”, - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი