დავით ბაქრაძე: დამშვიდებულ, წინ წასულ, განვითარებულ საქართველოს მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" ააშენებს
05-10-2016, 08:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიტინგზე, თბილისში, "ვარდების მოედანზე" შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართვისას, პარტიის ლიდერმა და საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა, რომ "თქვენთან ერთად, აი ამ სამ დღეში, წერტილი უნდა დავუსვათ ამ დაპირისპირებას და ზიზღს".

 

 

"მარტო იმით არ ვართ ძლიერები რომ ათეულობით ათასი ადამიანი აქ მოვიდა და ამ მოედანზე დგას და ასეულობით ათასი იმედიანი თვალი ახლა ეკრანზე გვიყურებს, მარტო ამითი არ ვართ ძლიერები, ჩვენ ძლიერები ვართ იმითიც, რომ ჩვენ გამარჯვებას ვუძღვნით მთელ საქართველოს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იმარჯვებს ყველასთვის, რომელსაც არ აინტერესებს, ვინ ვის მისცა ხმა ოთხი წლის წინ, რომელსაც არ აინტერესებს, ვინ სად დგას, ვინ როგორია, იმიტომ, რომ ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ყველა ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველას გვჭირდება დამშვიდებული, დაწყნარებული, წინ წასული, განვითარებული საქართველო და ამ საქართველოს მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" ააშენებს", – განაცხადა დავით ბაქრაძემ და დაამატა, რომ "8 ოქტომბერს ხალხი უარს ეტყვის, "უნიათო და მატყუარა მთვარობას" და ქვეყნის მართვას "ნაციონალური მოძრაობა" გადაიბარებს. 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი