მიხეილ სააკაშვილი: "ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხს არ უნდა, რომ საქართველო იყოს ერთი ფეოდალის სათამაშო"
05-10-2016, 08:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, "ვარდების მოედანზე" შეკრებილი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების წინაშე პირდაპირი ჩართვისას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ "ხალხს მოენატრა დრაივი, ხალხს მოენატრა წინსვლა", რაც "ჩვენი გამარჯვების საწინდარია".

 

 

"ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხს არ უნდა, რომ საქართველო იყოს ერთი ფეოდალის სათამაშო, რომ მათ უნდათ, რომ ყველა ჩვენს შვილს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები და მომავალი ჩვენს ძლიერ და ერთიან ქვეყანაში და ესეც ჩვენი გამარჯვების უცილობელი საწინდარია. ჩვენ დავრწმუნდით, რომ ჩვენ ხალხს აღარ უნდა მუდმივად წარსულში ქექვა, მუდმივად ნეგატივის ძებნა, მუდმივი დაჭერები, მუდმივი სისხლის სამართლის საქმეები, მუდმივად ერთ წრეზე სიარული, როდესაც ყველა შემდეგი მთავრობა იჭერს წინამორბედებს, როდესაც ერთადერთი გასართობი მთავრობის არის მუდმივად კომპრომატების ძებნა და სისხლის სამართლის საქმეებით სხვების დევნა, ხალხს უნდა წინსვლა, ხალხს აღარ უნდა უკან გახედვა და ესეც ჩვენი გამარჯვების საწინდარია", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დაამატა, რომ მისი "ამ ზღვის გადმოლახვამდე" სამი დღე დარჩა. 

 

 

"შევხვდებით გამარჯვებულ საქართველოში", – ასე დაასრულა მან პირდაპირი ჩართვა ოდესის ზღვის სანაპიროდან. 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი