კრემლის პრესსამსახური ვლადიმერ პუტინის ნემცოვის დედისადმი გაგზავნილ სამძიმრის წერილს აქვეყნებს, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ყველაფერი გაკეთდება ბორის ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორებისა და შემსრულებლების სათანადოდ დასასჯელად.
"მიიღეთ ჩემი ღრმა თანაგრძნობა აუნაზღაურებელი დანაკარგის გამო. გულწრფელად ვიზიარებ თქვენს მწუხარებას. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ამ მზაკვრული და ცინიკური მკვლელობის ორგანიზატორები და დამნაშავეები სათანადოდ დაისაჯონ", ნათქვამია ვლადიმერ პუტინის სამძიმრის წერილში.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ბორის ნემცოვმა თავისი კვალი დატოვა რუსეთის ისტორიაში, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. "მას წილად ხვდა ემუშავა მნიშვნელოვან პოსტებზე ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე პერიოდებში. ის ყოველთვის პირდაპირ ამბობდა თავის პოზიციას და იცავდა თავის აზრს", ამბობს პუტინი თავის წერილში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.