სიყვარულით, თანამშრომლობით, დაპირისპირების გარეშე ავაშენოთ ეს ქვეყანა, რომელიც ბევრად უკეთესს იმსახურებს, - ასე მიმართა "ვარდების მოედანზე" შეკრებილ მხარდამჭერებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიის მეორე ნომერმა, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა.
რულოვსის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არარევოლუციური სცენარით, არამედ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების შემდეგ საქართველოში დაბრუნდება.
"თქვენ ჩვენი გმირები ხართ, ჩვენი ერთგულები, გჯერათ ახალი საქართველოს იდეის - გზის ევროპისაკენ. და როცა ძლიერი და ერთიანი მიდგომა გვექნება ისევ და ვაშენებთ ჩვენს ქვეყანას, ზუსტაად მაშინ ვიქნებით აფხაზეთისთვის ის მიმზიდველი, წარმატებული და გამარჯვებული ქვეყანა, რომელთანაც ყველას უნდა რომ იყოს. ამიტომ ჩვენს აფხაზ ძმებსა და დებს მოგესალმებით. სხვა გზა არ გვაქვს - პროგრესის გზას უნდა დავუბრუნდეთ და გავაძლიეროთ საქართველო. ასე, რომ ვერავინ ვერ მოგვერევა. რომ შევძლოთ ვთქვათ, რომ ჩვენი გმირების სისხლი ტყუილად არ დაღვრილა ამდენ ომსა და უბედურებაში. სულ ცოტა დაგვრჩა გამარჯვებამდე - დღეები და საათები. 8 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი არჩევნებია, გადამწყვეტი ბრძოლაა. ყველასთვის ნათელია, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ოთხი წელი საკმარისი იყო მათ მმართველობის. არ შეუძლიათ, ვერ მიხედეს ქვეყანას. ის განიცდის უკუსვლას და არნახულ გაჭირვებას. რა არ ვნახე ამ თვეებში ჩემს ზუგდიდის რაიონში და მთელ საქართველოში.
პენსიისა და სოციალური დახმარების იმედი რომ აქვს მთელს ოჯახს ვალების გასასტუმრებლად და მედიკამენტების შესაძენად. ეს არის ის საქართველო, რომელსაც ვაშენებდით 2004-2012 წლებში? არ აქვს ხალხს - გაზი, წყალი, გზა. რა, ბიუჯეტი ცარიელი დახვდათ? თუ არ შეეძლოთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება? თუ მათი პრიორიტეტი იყო პრემიებისა და დანამატების გამოწერა. ქვეყნის მართვას უნდა პასუხისმგებლობის განცდა, პატრიოტიზმი, ალტრუიზმი და თანადგომა, გული და არა ფული. მათი წასვლის დრო მოვიდა მშვიდობიანად, დემოკრატიული არჩევნების გზით. მაცივარში დევს ამდენი პროექტი, ვადა რომ გასდის 9 ოქტომბერს.
ამოვიღოთ 8 ოქტომბერს საღამოს და ავამოქმედოთ. შევქმნათ ათი ათასობით სამუშაო ადგილი. ავაშენოთ გზები, გვირაბები, ლაზიკის პორტი. გავაგრძელოთ გაზიფიცირება. შევქმნათ ტურისტული და სპორტული ბაზები. სიყვარულით, თანამშრომლობით, დაპირისპირების გარეშე ავაშენოთ ეს ქვეყანა, რომელიც ბევრად უკეთესს იმსახურებს. მიშა დაბრუნდება ქართულ მიწაზე. დაბრუნდება არარევოლუციური სცენარით, რისიც ჩვენს ოპონენტებს ეშინიათ, არამედ ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ახალი მთავრობის პირობებში. როცა სასამართლო გათავისუფლდება პოლიტიკური ზეგავლენისგან და ეს მოხდება მალე, ძალიან მალე", - მიმართა სანდრა რულოვსმა პარტიის მხარდამჭერებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.