ბიძინა ივანიშვილო, რამდენი ხელიც არ უნდა მოგვიქნიო, რამდენი ხელიც არ უნდა დაგვარტყა, რამდენჯერაც არ უნდა დაგვაგდო, რამდენჯერაც არ უნდა გვაფორთხიალო, რამდენიც არ უნდა დაგვიჭირო, რამდენიც არ უნდა გვესროლო, რამდენიც არ უნდა აგვაფეთქო, მაინც მოგიგებთ არჩევნებს 8 ოქტომბერს, დილის 08:00 საათიდან, საღამოს 20:00 საათამდე ყველანი ერთად გამოვცხადდებით საარჩევნო უბენებთან და ამ არაფორმალურ მმართველობას დავასრულებთ, - მიმართა ნიკა მელიამ "ვარდების მოედანზე" შეკრებილ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს.
"ჩვენი ვითომ კეთილმოსურნეები გვირჩევდნენ, რომ ეს აქცია არ ჩაგვეტარებინა ამ ვეებერთელა ვარდების მოედანზე. გვეუბნებოდნენ, რომ ვერ შეავსებთ, ვერ გადაავსებთ და ივანიშვილი მერე დაგცინებთო. მაგრამ ხედავთ რამდენი ხართ, რამდენი ათასი ანთებული თვალებია, რამდენი ათასი ანთებული გულია და სულია. გუშინდელმა ფაქტმა ვერანაირი დაღი ვერ დაასვა თქვენს სიმრავლეს.
პირიქით, ვინც ის ჩაიდინა გუშინ, ვერანაირ მიზანს ვერ მიაღწია - უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა. ჩვენ ივანიშვილის ცინიზმს, უტიფრობას და ივანიშვილის აღვირახსნილობას, აი, აქ უპასუხეთ ამ ერთობით უპასუხეთ, ამ სიდუღაბით უპასუხეთ, ამ გამარჯვების ჟინით უპასუხეთ. ამ მოტივაციით, ამ ენთუზიაზმით, რომელიც ხელშესახებია ახლა თქვენში", - განაცხადა ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.