მიხეილ სააკაშვილი: "სამი დღეა დარჩენილი ჩემთვის ამ ზღვის გადმოლახვამდე"
05-10-2016, 09:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, "ვარდების მოედანზე" შეკრებილი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების წინაშე ოდესის ზღვისპირეთიდან პირდაპირი ჩართვისას, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ "სამი დღეა დარჩენილი ჩემთვის ამ ზღვის გადმოლახვამდე".

 

 

"ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხს არ უნდა რომ საქართველო იყოს ერთი ფეოდალის სათამაშო, რომ მათ უნდათ, რომ ყველა ჩვენს შვილს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები და მომავალი ჩვენს ძლიერ და ერთიან ქვეყანაში და ესეც ჩვენი გამარჯვების უცილობელი საწინდარია. ჩვენ დავრწმუნდით, რომ ჩვენ ხალხს აღარ უნდა მუდმივად წარსულში ქექვა, მუდმივად ნეგატივის ძებნა, მუდმივი დაჭერები, მუდმივი სისხლის სამართლის საქმეები, მუდმივად ერთ წრეზე სიარული, როდესაც ყველა შემდეგი მთავრობა იჭერს წინამორბედებს, როდესაც ერთადერთი გასართობი მთავრობის არის მუდმივად კომპრომატების ძებნა და სისხლის სამართლის საქმეებით სხვების დევნა, ხალხს უნდა წინსვლა, ხალხს აღარ უნდა უკან გახედვა და ესეც ჩვენი გამარჯვების საწინდარია", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დაამატა:

 

 

"საქართველო და თითოეული ჩვენგანი უახლოვდება ისტორიულ მომენტს, დგება, სამ დღეში დგება სიმართლის ჟამი. ზუსტად სამ დღეში საქართველოში სამუდამოდ დასრულდება ერთი ახირებული რუსი ოლიგარქის ექსპერიმენტი, რომელმაც გადაწყვიტა ჩვენი ერის დაქუცმაცება გათიშულობით, გადაკიდებით, ჭორებით, ბრალდებებით, ერთმანეთთან ხალხის მუდმივი ქიშპობით. ზუსტად სამ დღეში შეჩერდება 9 თვის ბავშვის მკვლელობით და ცოცხებით მოსული ხელისუფლების მიერ გამოწვეული დაპაუზების და უკუსვლის პოლიტიკა, სიმართლის სიცრუით გასაღების და სიცრუის სიმართლედ გამოცხადების მცდელობა და საქართველო ისევ გააგრძელებს წინსვლას. ზუსტად სამ დღეში, საქართველოში დასრულდება დიდი 'ქოციანობა', ზუსტად სამ დღეში საქართველოში განახლდება აღმშენებლობა და წინსვლა, სამ დღეში ჩვენ მრავალათასწლიან ეროვნულ ორგანიზმს გაეხსნება ახალი სუნთქვა, ჩვენ დავიწყებთ ფეხზე 'აღდგომას' და შემდეგ სწრაფი ტემპით ავანაზღაურებთ დანაკარგს და ძალიან სწრაფად წავალთ წინ. თქვენ, ვინც არ გაიყიდეთ, ვინც არ დაშინდით, ვინც არ წახვედით კომპრომისებზე, თქვენ, ვინც აქ დღეს ხართ 'შეკრეფილი', ვინც გაუძელით ყველაფერ ამას, თქვენ უნდა გაიყვანოთ, ჩვენ უნდა გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა ისევ სამშვიდობოზე. სამ დღეში აღარ ექნება მნიშვნელობა, ვინ როგორ მისცა ხმა 2012 წელს. ზუსტად სამ დღეში, ყველა ჩვენგანი, ვისი აზრებიც შესაძლოა არ დამთხვეოდა ერთმანეთს წარსულში, გავერთიანდებით საქართველოს მომავლის და ჩვენი ბავშვების პერსპექტივის გარშემო. სამი დღეა დარჩენილი ჩემთვის ამ ზღვის გადმოლახვამდე, ხოლო ჩვენთვის და საქართველოსთვის ეს არის სამი დღე გამარჯვებამდე. შევხვდებით გამარჯვებულ საქართველოში".

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი